Accessibility links

საქართველოს ახალი ფინანსთა და ეკონომიკური


საქართველოს ახალი ფინანსთა და ეკონომიკური განვითარების მინისტრები ჰყავს: ალექსი ალექსიშვილი და ირაკლი ჩოგოვაძე.

საქართველოს ახალი ფინანსთა და ეკონომიკური განვითარების მინისტრები ჰყავს: ალექსი ალექსიშვილი და ირაკლი ჩოგოვაძე.
როგორც პრემიერ-მინისტრმა, ზურაბ ნოღაიდელმა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა: [ნოღაიდელის ხმა] "ფინანსთა მინისტრობა ვთხოვე ბატონ ლექსო ალექსიშვილს და ის იქნება საქართველოს ახალი ფინანსთა მინისტრი. ლექსომ ძალიან სერიოზული სამუშაო გასწია ეკონომიკის განვითარების მინისტრის პოსტზე. დიდი იყო მისი როლი პრივატიზაციის პროცესში და ეკონომიკის განვითარების გეგმების შემუშავებაში. (...) მაქვს მასთან მუშაობის საკმაოდ დიდი ხნის გამოცდილება (...) დარწმუნებული ვარ, რომ ის უნდა იყოს ღირსეული ფინანსთა მინისტრი". რაც შეეხება ეკონომიკური განვითარების მინისტრის პოსტს, რომელიც ალექსიშვილის ფინანსთა მინისტრის პოსტზე გადაყვანით გათავისუფლდა, მას ირაკლი ჩოგოვაძე დაიკავებს. ისევ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს მოვუსმინოთ: [ნოღაიდელის ხმა] "ირაკლი ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობდა დღემდე და, შესაბამისად, თავიდან ბოლომდე ჩართულია ეკონომიკის განვითარების სამინისტროს მთავარ საქმიანობაში".
XS
SM
MD
LG