Accessibility links

ქართული ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ალეკო


ქართული ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ალეკო დავითაშვილს და 1999-2000წ. მსოფლიო ჩამპიონს ძიუდოში

ქართული ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ალეკო დავითაშვილს და 1999-2000წ. მსოფლიო ჩამპიონს ძიუდოში
გიორგი რევაზიშვილს უზენაესმა სასამართლომ ხუთშაბათს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე სასამართლო გადაწყვეტილებას აპროტესტებს და მის გასაჩივრებას აპირებს. გადაწყვეტილების გამოცხადებას ხმაურით შეხვდნენ სასამართლო დარბაზში შეკრებილი ეჭვმიტანილების ახლობლები. სიტუაციის განმუხტვა და აღშფოთებული ხალხის გარეთ გაყვანა სასამართლოდან შემთხვევის ადგილზე მისულმა პატრულმა შეძლო.
შსს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ფულის გამოძალვის ბრალდებით დაკავებული მოჭიდავეების მიმართ შეღავათების გავრცელების შესაძლებლობას გამორიცხავს.
როგორც მერაბიშვილმა ხუთშაბათს საღამოს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს, და უფრო მკაცრი, მსოფლიოში ცნობილი ადამიანებისათვის.
“მხედრიონისა” და მსგავსი კრიმინალური დაჯგუფებების დრო აღარ დაბრუნდება და საგართველოში ვეღარც ერთ ბიზნესმენს ვეღარ დაატერორებენ”, - თქვა მინისტრმა. ამასთან, მისივე თქმით, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება ყველა ის ადამიანი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ხუთშაბათს უზენაეს სასამართლოში ჩადენილ ხულიგნობაში, სადაც ქართველ მოჭიდავეებს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
უზენაესი სასამართლოს შენობიდან მოჭიდავეების ახლობლებმა რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს და ქუჩა გადაკეტეს.
ქართული ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალეკო დავითაშვილი, მისი ძმა დავით დავითაშვილი და 1999-2000წ. მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოში გიორგი რევაზიშვილი შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამშაბათს დააკავეს იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას.

მათ ბრალად ედებათ ბერძენი ეროვნების ბიზნესმენისთვის, ვილი იორდანოვისთვის, დაახლოებით, 8 000 აშშ დოლარის გამოძალვის მცდელობა. დავით დავითაშვილი გაათავისუფლებს არასაკმარისი მტკიცებულების გამო.
მღელვარება რუსთავედის გამზირზე ამ წუთებისთვის გრძელდება. რუსთაველის გამზირზე უხვი რაოდენობის პოლიციელი იმყოფებოდა, წესრიგის დასამყარებლად საგანგებო დანიშნულების რაზმი მივიდა. დააკავეს აქციაში მონაწილე დაუდგენელი რაოდენობის ადამიანები.
XS
SM
MD
LG