Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაშინ, როდესაც ოპოზიცია რუსთაველიც გამზირზე


მაშინ, როდესაც ოპოზიცია რუსთაველიც გამზირზე ხუთშაბათს ღამით განვითარებულ მოვლენებს ხელისუფლების მხრიდან

მაშინ, როდესაც ოპოზიცია რუსთაველიც გამზირზე ხუთშაბათს ღამით განვითარებულ მოვლენებს ხელისუფლების მხრიდან
ხალხის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას უწოდებს და შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის გადადგომას ითხოვს, პრემიერ მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი იგივე მერაბიშვილსა და მის პოლიციელებს მადლობას უხდის:
(ზურაბ ნოღაიდელის ხმა) "წესრიგის დარღვევას თბილისის ცენტრში ვერ დავუშვებდით. ძალიან კმაყოფილი ვარ და კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ჩვენს პოლიციელებს პროფესიონალური მოქმედებებისთვის".
ხუთშაბათს ღამით რუსთაველის გამზირზე დემონსტრანტების დაშლისა და გზის გაწმენდის გამო, პოლიციამ პარასკევს მადლობა ხელისუფლების ბევრი სხვა მაღალჩინოსნისგანაც მიიღო. თუმცა ოპოზიცია უკან დახევას არ აპირებს და მოუწოდებს ყველას მოძალადე მთავრობის წინააღმდეგ ერთად აიმაღოს ხმა. პარასკევს 6 საათზე თბილისში, ვერის ბაღში ოპოზიციამ საპროტესტო აქცია გამართა. როგორც მედიანიუსი იუწყება - საპროტესტო აქციისათვის ძალების მობილიზება რეგიონებიდანაც იგეგმებოდა. კერძოდ, მიტინგზე საგარეჯოს რაიონის “მემარჯვენეებისა” და “კონსერვატორების” რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები უნდა ჩამოსულიყვნენ.
XS
SM
MD
LG