Accessibility links

logo-print

პარასკევს, ყუმბარის აფეთქების შედეგად, სულ


პარასკევს, ყუმბარის აფეთქების შედეგად, სულ ცოტა 10 ადამიანი დაიღუპა დაღესტნის დედაქალაქში, მახაჩკალაში.

პარასკევს, ყუმბარის აფეთქების შედეგად, სულ ცოტა 10 ადამიანი დაიღუპა დაღესტნის დედაქალაქში, მახაჩკალაში.
რესპუბლიკის პროკურორის მოადგილის ზაურ ისაევის თქმით, დაღუპულებს შორის არიან რუსი სამხედროები. აფეთქება ქუჩაში მოხდა. ექსპერტების თანახმად, აქტი შორიდან მოქმედების მოწყობილობით განახორციელეს. ექიმმა კაზანფარ კურგანოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ საავადმყოფოში გადაყვანილია კიდევ 14 დაშავებული და რომ მათი უმრავლესობა უმძიმეს მდგომარეობაშია. ჩეჩნეთის მეზობელი დაღესტანი ბოლო დროს ბევრჯერ გახდა ძალადობის სამიზნე – იანვრიდან მოყოლებული იქ 20-ზე მეტი პოლიციელი მოკლეს. ამასთან, დაღესტანში აღირიცხა რამდენიმე თავდასხმა ადგილობრივი ხელისუფლების ლიდერებზე.
XS
SM
MD
LG