Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2 ივლისს საქველმოქმედო მუსიკალურ მარათონში


2 ივლისს საქველმოქმედო მუსიკალურ მარათონში ჩაება ბერლინი, ლონდონი, რომი, პარიზი, იოჰანესბურგი, ბარი, ონტარიო და მოსკოვი.

2 ივლისს საქველმოქმედო მუსიკალურ მარათონში ჩაება ბერლინი, ლონდონი, რომი, პარიზი, იოჰანესბურგი, ბარი, ონტარიო და მოსკოვი.
საქველმოქმედო კონცერტებით, სახელგანთქმული მუსიკოსები ებრძვიან შიმშილს, რომელიც აფრიკელების სულ უფრო ძლიერი მტერი ხდება. ამ მსოფლიო საქველმოქმედო აქციას უწინ "ლაივ ეიდ" (Live Aid), ანუ "ცოცხალი დახმარება" ერქვა, წელს კი ორგანიზატორებმა მას "ლაივ ეით" (Live 8), ანუ "ცოცხალი რვიანი" დაარქვეს. ციფრი რვა – მსოფლიოს ყველაზე განვითარებული 7 სახელმწიფოსა და მათთან მიერთებული რუსეთის არითმეტიკული ჯამია. 2 ივლისის კონცერტებს აშკარა კავშირი აქვს მომავალ კვირას შოტლანდიაში დაგეგმილ დიდი რვიანის სამიტთან. შაბათს მუსიკოსებმა ძლიერ ქვეყნებს სუსტის დახმარების აუცილებლობა კიდევ ერთხელ შეახსენეს. ამგვარი დახმარების აუცილებლობაზე 2 ივლისის მარათონის - "ლაივ ეით"-ის ორგანიზატორი ირლანდიელი როკ-ვარსკვლავ ბობ გელდოფიც საუბრობს. სწორედ ბობ გელდოფის ორგანიზებული იყო 20 წლის წინათ, შემდგარი საქველმოქმედო აქცია – "ლაივ ეიდ"-იც, რომლის დროსაც მუსიკოსებმა, ეთიოპიაში შიმშილის მსხვერპლთა დასახმარებლად, 100 მილიონ დოლარს მოუყარეს თავი.
წამყვანი სატელევიზიო არხების მიერ პირდაპირი ტრანსლიაციის წყალობით, საქველმოქმედო კონცერტებს სავარაუდოდ 6 მილიარდი მაყურებელი ჰყავდა. ხოლო რაც შეეხება უშუალო დამსწრეთა რიცხვს, წინასწარი ინფორმაციით, ის 10 მილიონს შეადგენდა. გავრცელებული ცნობით, 2 ივლისის აქციაში მონაწილეობდა 160 მუსიკალური ჯგუფი და შემსრულებელი. აქციაში, რომლის ასე ვთქვათ, ეპიცენტრი მაინც ლონდონში იყო, მონაწილეობდნენ სხვადასხვა დროისა და თაობის საყვარელი ვარსკვლავები, მაგალითად: პოლ მაკარტნი, მადონა, სტინგი, რობი უილიამსი, ქულიო, ჯგუფი იუ თუ (U2) და, რა თქმა უნდა, ეპიცენტრში იდგა თავად ბობ გელდოფიც.
XS
SM
MD
LG