Accessibility links

ეს შეხვედრა შაბათს გალში, გაეროს


ეს შეხვედრა შაბათს გალში, გაეროს ოფისში შედგა და მასზე ქართული და აფხაზური მხარეები

ეს შეხვედრა შაბათს გალში, გაეროს ოფისში შედგა და მასზე ქართული და აფხაზური მხარეები
რუსეთ-საქართველოს სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის პერსპექტივებს იხილავდნენ. თვითგამოცხადებული აფხაზეთის ვიცე-პრემიერი ლეონიდ ლაკერბაია მოლაპარაკებათა პროცესში იმ ექსპერტთა ãგუფის ჩართვაზე საუბრობს, რომელმაც რკინიგზის აღსადგენად საჭირო თანხის მასშტაბი უნდა დაადგინოს. 2 ივლისს მომზადდა სპეციალური ოქმი, რომელიც 11 ივლისს თბილისში დაგეგმილი მსგავსი სხდომის დროს უნდა განიხილონ. დღევანდელ სხდომას გაეროს მეთვალყურეები და სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ქართულ მხარეს შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში, გიორგი ხაინდრავა წარმოადგენდა. დღევანდელ შეხვედრას კონკრეტული შედეგი არ გამოუღია, თუმცა მონაწილე მხარეები ამაზე პრეტენზიას არც აცხადებდნენ.
XS
SM
MD
LG