Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის მთავრობამ უარყო კანონპროექტი, რომელიც


ისრაელის მთავრობამ უარყო კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ღაზის სექტორიდან და მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირიდან

ისრაელის მთავრობამ უარყო კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ღაზის სექტორიდან და მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირიდან
ებრაული დასახლებების ევაკუაციის თებერვლისთვის გადადებას. ოთხშაბათს დოკუმენტს პარლამენტში განიხილავენ. ინიციატივით გამოვიდა კბინეტის რიგი წევრი, მათ შორის პარტია "ლიკუდის" წარმომადგენლები. პარტიას პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი უდგას სათავეში. შრომის პარტიის ლიდერი, ვიცე-პრემიერი შიმონ პერესი დაიმუქრა, რომ დატოვებს მთავრობას, თუკი ევაკუაციის ვადებს თუნდაც ერთი დღით გადაწევენ.
XS
SM
MD
LG