Accessibility links

logo-print

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამონაგონი


ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამონაგონი და "სიონისტური პროპაგანდა" უწოდა ბრალდებებს,

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამონაგონი და "სიონისტური პროპაგანდა" უწოდა ბრალდებებს,
რომლებიც გაისმა ქვეყნის ახალარჩეული პრეზიდენტის, მაჰმუდ აჰმადინეჯადის წინააღმდეგ. ამ დღეებში ამერიკის ორმა ყოფილმა დიპლომატმა, რომლებიც 50 სხვა ამერიკელთან ერთად ჰყავდათ მძევლად, აჰმადინეჯადს ბრალად დასდეს, რომ იგი მონაწილეობდა 1979 წელს თეირანში შეერთებული შტატების საელჩოს ხელში ჩაგდებაში.
გუშინ ავსტრიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მოეპოვება დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს აჰამდინეჯადის კავშირს 1989 წელს ვენაში ოპოზიციის ქურთი ლიდერის მკვლელობასთან.
XS
SM
MD
LG