Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთის და ჩინეთის პრეზიდენტებმა ნურსულთან


ყაზახეთის და ჩინეთის პრეზიდენტებმა ნურსულთან ნაზარბაევმა და ჰუ ძიანტაომ ასტანაში, ყაზახეთის დედაქალაქში, ხელი მოაწერეს

ყაზახეთის და ჩინეთის პრეზიდენტებმა ნურსულთან ნაზარბაევმა და ჰუ ძიანტაომ ასტანაში, ყაზახეთის დედაქალაქში, ხელი მოაწერეს
“დეკლარაციას სტრატეგიული პარტნიორობის” შესახებ. ჰუ ძინტაომ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს ერთობლივი განცხადება “ისტორიული მნიშვნელობისაა”. ნაზარბაევი შეხვედრამ მეტად კმაყოფილი დატოვა: (ნაზარბაევის ხმა) "ეს მოლაპარაკებები ტრადიციულად მეგობრულ და თბილ ვითარებაში შედგა. განვიხილეთ არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები, რომლებიც ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობის განვითარებას უკავშირდება. განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები – სავაჭრო-ეკონომიკურ თუ ჰუმანიტარულ სფეროებში. და ასევე ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი მოსაზრებები საერთაშორისო გლობალური პრობლემების გარშემო". ნაზარბაევმა შეთანხმების შესახებ თქვა, რომ ეს არის “საუკუნეების დოკუმენტია”, მანვე ჰუ ძიანტაოს “დიდი მეგობარი” უწოდა. ყაზახეთის პრეზიდენტის თქმით, გამოცხადებულია კონკურსი ყახაზეთიდან ჩინეთამდე ნავთობსადენის პროექტის შესახებ. სამშაბათს ასტანაში დაიწყება ეგრეთწოდებული “შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის” წევრი ქვეყნების ლიდერთა შეხვედრა. მასში მონაწილეობენ ჩინეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, რუსეთის, ტაჯიკეთის და უზბეკეთის ლიდერები, ასევე ირანის, ინდოეთისა და პაკისტანის წარმომადგენლები, მხოლოდ - მეთვალყურეთა რანგში.
XS
SM
MD
LG