Accessibility links

logo-print

ინდოეთში თავს დაესხნენ ინდუიზმის ერთ-ერთ


ინდოეთში თავს დაესხნენ ინდუიზმის ერთ-ერთ წმინდა ადგილს - ტაძარს ქალაქ აიოდჰაში.

ინდოეთში თავს დაესხნენ ინდუიზმის ერთ-ერთ წმინდა ადგილს - ტაძარს ქალაქ აიოდჰაში.
ხელისუფლების ცნობით, სროლის დროს მოკლულ იქნა ხუთი თავდამსხმელი. კიდევ ერთმა თავი აიფეთქა. დაიჭრა უშიშროების სამსახურის სამი თანამშრომელი. ჯერჯერობით უცნობია, ვინ არის მომხდარისთვის პასუხისმგებელი. აიოდჰა არის მუსულმანებსა და ინდუისტებს შორის სისხლიანი შეტაკეების ადგილი. შეტაკებები 13 წლის წინ დაიწყო მას მერე, რაც ინდუისტებმა იქ მდებარე ძველი მეჩეთი გაანადგურეს.
XS
SM
MD
LG