Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ღრმა


ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ღრმა მწუხარება გამოთქვა სოფელ ჩიჩალის 17 მშვიდობიანი მცხოვრების დაღუპვის გამო.

ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ღრმა მწუხარება გამოთქვა სოფელ ჩიჩალის 17 მშვიდობიანი მცხოვრების დაღუპვის გამო.
ისინი პარასკევს ემსხვერპლნენ ამერიკის საავიაციო იერიშს. როგორც პრეზიდენტის წარმომადგენელმა ჯავედ ლუდინმა განაცხადა ქაბულში, მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილის გამართლება არ შეიძლება. ლუდინის სიტყვებით, მთავრობამ დაიწყო კუნარის პროვინციაში მომხდარი ტრაგედიის საკუთარი გამოძიება. ამერიკის სამხედროებმა განაცხადეს, რომ დაბომბვის შედეგად "დაიღუპა ტერორისტთა დაუდგენელი რიცხვი. აგრეთვე ადამიანები, რომლებიც არ მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში". ადრე სამხედროებმა თავი აარიდეს კომენტარს ცნობაზე, რომ დაიღუპა მზვერავი ჯგუფის ორი მებრძოლი. ჯგუფი კუნარში ერთი კვირის წინ გაუჩინარდა.

XS
SM
MD
LG