Accessibility links

logo-print

შოტლანდიის ქალაქ გლენიგლზში, "დიდი რვიანის"


შოტლანდიის ქალაქ გლენიგლზში, "დიდი რვიანის" სამიტზე გამოსვლისას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა

შოტლანდიის ქალაქ გლენიგლზში, "დიდი რვიანის" სამიტზე გამოსვლისას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა
ტონი ბლერმა მაღალი შეფასება მისცა დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ 2012 წლის ოლიმპიური თამაშები ლონდონში გაიმართება. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო სინგაპურში. ლონდონის გარდა ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის პრეტენდენტები იყვნენ პარიზი, მოსკოვი, ნიუ იორკი და მადრიდი. დღეს ლონდონელები ზარ-ზეიმით შეხვდნენ ამ ცნობას. საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა დღეს გაკეთებულ განცხადებაში მიულოცა ლონდონს გამარჯვება.

XS
SM
MD
LG