Accessibility links

logo-print

"დიდი რვიანი" დახმარებას უზრდის აფრიკას.


"დიდი რვიანი" დახმარებას უზრდის აფრიკას. შოტლანდიის ქალაქ გლენიგლსში გამართული ორდღიანი სამიტის

"დიდი რვიანი" დახმარებას უზრდის აფრიკას. შოტლანდიის ქალაქ გლენიგლსში გამართული ორდღიანი სამიტის
დასრულების შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა გამოაცხადა, რომ აფრიკის ქვეყნებისთვის გამოყოფილ იქნება 50 მილიარდი დოლარი, ხოლო ამ ქვეყნებიდან უღარიბესებს ყველა საგარეო ვალს აპატიებენ. გარდა ამისა, შიდსით დაავადებულ აფრიკელებს საშუალება ექნებათ, შეუფერხებლად ისარგებლონ შესაბამისი მედიკამენტებით. დახმარების სამმილიარდდოლარიან პაკეტს მიიღებენ პალესტინელები. ტონი ბლერის თქმით, ეს გადაწყვეტილებები მკვეთრ კონტრასტს ქმნის ტერორის პოლიტიკასთან: [ტონი ბლერის ხმა] "არა მარტო ჩვენ, ვინც აქ დიდი რვიანის სამიტზე შევიკრიბეთ, არამედ მილიონობით სხვა ადამიანიც, დარწმუნებულია, რომ პროგრესის მიღწევა შესაძლებელია დემოკრატიის გზით, ცივილიზებულ ადამიანებს შორის ღირსეული თანამშრომლობის გზით. სწორედ ამიტომ, მტკიცედ გვწამს, რომ ჩვენი პოლიტიკა გაიმარჯვებს და დაამარცხებს ტერორიზმს." როგორც ტონი ბლერმა აღნიშნა, სამიტზე მიღწეულ იქნა შეთანხმება იმ ზომების საკითხშიც, რომელიც მიღებულ უნდა იქნეს მავნე გამონაბოლქვების ემისიის შესამცირებლად, რამაც ე.წ. "სათბურის ეფექტი" უნდა შემციროს.
XS
SM
MD
LG