Accessibility links

logo-print

დაღესტნის უმაღლესმა სასამართლომ 11 და


დაღესტნის უმაღლესმა სასამართლომ 11 და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

დაღესტნის უმაღლესმა სასამართლომ 11 და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
შესაბამისად აბდულჰალიმ აბდულქარიმოვსა და მურად აბდურაზაკოვს, რომლებსაც ბრალად ედებოდათ 2002 წელს, ქალაქ კასპიისკში მომხდარი აფეთქებების მოწყობა. მართალია, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულებს ტერაქტის მოწყობაში უშუალოდ არ მიუღიათ მონაწილეობა, მაგრამ ისინი დამნაშავედ სცნეს ბრალდების სხვა მუხლებით. ეს მუხლებია: უკანონო შეიარაღებული შენაერთების წევრობა, იარაღის უკანონო შენახვა და მკვლელობის მცდელობა.
XS
SM
MD
LG