Accessibility links

საქართველოს პარლამენტმა მოიწონა უშიშროების საბჭოს


საქართველოს პარლამენტმა მოიწონა უშიშროების საბჭოს მიერ შემუშავებული ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია.

საქართველოს პარლამენტმა მოიწონა უშიშროების საბჭოს მიერ შემუშავებული ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია.
დღევანდელ, რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა შესაბამისი დადგენილების პროექტი მიიღეს. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში ასახულია ქვეყნის უსაფრთხო განვითარების პერსპექტივა, ფუნდამენტური ეროვნული ღირებულებები და ეროვნული ინტერესები, აღწერილია ეროვნული უსაფრთხოების წინაშე მდგარი ხიფათები; დოკუმენტი განსაზღვრავს ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. კონცეფცია ხაზს უსვამს საქართველოს სწრაფვას, მოახდინოს ქვეყნის სრული ინტეგრაცია ნატოსა და ევროპის კავშირში, წვლილი შეიტანოს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების, როგორც ევროატლანტიკური უსაფრთხოების სისტემის შემადგენელი ნაწილის, განმტკიცებაში.
XS
SM
MD
LG