Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის განცხადებით


ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის განცხადებით, ოსამა ბინ ლადენი ავღანეთში არ იმყოფება.

ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის განცხადებით, ოსამა ბინ ლადენი ავღანეთში არ იმყოფება.
ამასთან, კარზაის არ გამოუთქვამს ვარაუდი ბინ ლადენის შესაძლო ადგილსამყოფელის შესახებ. სამი დღის წინ კი პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ბინ ლადენი არ არის პაკისტანში და, შესაძლოა, სამხრეთაღმოსავლეთ ავღანეთში იმალებოდეს. ამერიკელი ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ ბინ ლადენი ავღანეთსა და პაკისტანს შორის მთიან რეგიონში იმალება. დღესვე პრეზიდენტმა კარზაიმ დაგმო ლონდონში მოწყობილი ტერაქტები - ისინი, კარზაის შეფასებით, მთელი კაცობრიობის წინააღმდეგ არის მიმართული.
XS
SM
MD
LG