Accessibility links

ავღანეთში თალიბები ირწმუნებიან, რომ მოკლეს


ავღანეთში თალიბები ირწმუნებიან, რომ მოკლეს ამერიკელი ჯარისკაცი,

ავღანეთში თალიბები ირწმუნებიან, რომ მოკლეს ამერიკელი ჯარისკაცი,
რომლის კვალიც ამერიკელმა სამხედროებმა კვირაზე მეტი ხანია დაკარგეს აღმოსავლეთში მდებარე კუნარის პროვინციაში. აშშ-ის წარმომადგენლების თქმით, მათ არ გააჩნიათ ინფორმაცია, რომელიც ამ ცნობას გაამყარებდა. ასევე ოფიციალური ინფორმაციით, 15 ავღანელი პოლიციელია დაკარგული სამხრეთში, მათს ბადრაგზე მეამბოხეების იერიშის შემდეგ. იერიშის პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა: ის ირწმუნება, რომ 6 პოლიციელი მოკლა, 7 კი მძევლად ჰყავს. დამოუკიდებელ წყაროებს ამ ცნობის შემოწმების საშუალება არა აქვთ. დღესვე ამერიკელმა სამხედროებმა გაათავისუფლებს 76 ავღანელი ტყვე, დაკავებული ქაბულის მახლობლად, ბაგრამის საჰაერო ბაზაზე. ეს ზომა მიღებულია ეროვნული შერიგების პროცესის ხელშესაწყობად.
XS
SM
MD
LG