Accessibility links

logo-print

ერაყის პრეზიდენტი ჯალალ თალაბანი გამოვიდა


ერაყის პრეზიდენტი ჯალალ თალაბანი გამოვიდა ინიციატივით, გაიმართოს რეგიონული კონფერენცია

ერაყის პრეზიდენტი ჯალალ თალაბანი გამოვიდა ინიციატივით, გაიმართოს რეგიონული კონფერენცია
ერაყში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე. ეს ინიციატივა თალაბანიმ გააცნო ეგვიპტის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქს, რომელსაც მიუსამძიმრა ბაღდადში ეგვიპტის წარმომადგენელი დიპლომატის მოკვლასთან დაკავშირებით. ერაყის პრეზიდენტის ოფისი იუწყება, რომ მუბარაქმა მხარი დაუჭირა ამ ინიციატივას. ეგვიპტელი დიპლომატის მოკვლის პასუხისმგებლობა "ალ ყაიდის" ერაყში მოქმედმა ჯგუფმა იკისრა. ძალადობის ბოლო ტალღამ ერაყში 11 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა - მათ შორის იყვნენ ორი ჯარისკაცი და ერთი პოლიციელი, რომლებიც გუშინ მოსულში განხორციელებული თავდასხმებისას მოკლეს. ჩრდილოეთშივე მდებარე ქალაქ ბაჯიში კი მოკლულებს შორის ორი ბავშვი იყო. დღესვე ამერიკელმა სამხედროებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დაწყებულია მეამბოხეების წინააღმდეგ მიმართული ახალი ოპერაცია.
XS
SM
MD
LG