Accessibility links

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მთავრობის წევრები დღეს ბათუმში ჩავიდნენ.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მთავრობის წევრები დღეს ბათუმში ჩავიდნენ.
აჭარაში ისინი მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების საკითხებს ეძღვნება. სააკაშვილმა წუხელ, ბათუმში მატარებლით გამგზავრებამდე “აგრესიულ სამშვიდობო ინიციატივებზე” ილაპარაკა: "ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს, არ ვაპირებ სტატუს კვოს შენარჩუნებას და კიდევ 100 წელი მოცდას - ვიქნებით ძალზე აგრესიულები მშვიდობის ძიებაში," - განაცხადა პრეზიდენტმა შაბათს ღამით, ბათუმში მატარებლით გამგზავრებამდე. კონფერენციაში, რომელსაც დაბა ჩაქვში კვირას გახსნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მონაწილეობენ ასევე გაეროს, ეუთოს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ მინისტრი და მინისტრები. დღესვე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაბა ურეკში პატრიოტული ბანაკის გახსნის ცერემონიას დაესწრო და იქაც შეეხო სეპარატიზმის პრობლემას - მისი თქმით, საქართველო აუცილებლად დაიბრუნებს აფხაზეთს. "საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი, რომელსაც ხშირად ესიზმრება სოხუმი. ეს არის ჩემი სოხუმი, ჩემი აფხაზეთი და მე არ ვაპირებ, ის ვინმეს დავუთმო, სანამ პირში სული მიდგას,"- უთხრა პრეზიდენტმა ბანაკის ბავშვებს.
XS
SM
MD
LG