Accessibility links

logo-print

თბილისის მერიაში კონკურსი 800-მდე ვაკანსიაზე


თბილისის მერიაში კონკურსი 800-მდე ვაკანსიაზე გამოცხადდება.

თბილისის მერიაში კონკურსი 800-მდე ვაკანსიაზე გამოცხადდება.
საბუთების მიღება, დიდუბის საგამოფენო ცენტრის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ 18 ივლისიდან დაიწყება. თბილისის მერიამ იქ ერთ-ერთი პავილიონი, კონკურსის ჩასატარებლად, სპეციალურად იქირავა. საბუთების მიღება 31 ივლისამდე გასტანს. ორეტაპიანი კონკურსი 15 აგვისტოს დაიწყება. პირველ ეტაპზე კონკურსანტები წერილობით ტესტირებას გაივლიან, მეორეზე კი - გასაუბრებას. როგორც ზურაბ ჭიაბერაშვილი აღნიშნავს, სათანადო დოკუმენტაციის მომზადებაში მერიას ურბანული ინსტიტუტი ეხმარება. ამჟამად ისაზღვრება მერიის მომავალ თანამშრომელთა ფუნქციები და მათი ანაზღაურების სისტემა.
XS
SM
MD
LG