Accessibility links

logo-print

ყირგიზეთის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ყურმანბეკ ბაკიევმა


ყირგიზეთის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ყურმანბეკ ბაკიევმა კმაყოფილება გამოთქვა

ყირგიზეთის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ყურმანბეკ ბაკიევმა კმაყოფილება გამოთქვა
გუშინ გამართულ კენჭისყრაში საკუთარი წარმატების გამო. არჩევნების შემდეგ ჩატარებულ თავის პირველ პრესკონფერენციაზე ბაკიევმა აღნიშნა, რომ უცხოელმა მეთვალყურეებმა არჩევნები ძირითადად "თავისუფლად" და "სამართლიანად" შეაფასეს. კვირას ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ყურმანბეკ ბაკიევმა მნივნელოვანი უპირატესობით გაიმარჯვა. ბაკიევს, რომელიც ასკარ აყაევის რეჟიმის დამხობის შემდეგ ყირგიზეთის ხელისუფლებას დროებით ედგა სათავეში, მხარდაჭერა გამოუცხადა ამომრჩეველთა თითქმის 90-მა პროცენტმა.
XS
SM
MD
LG