Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტონი ბლერის


დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტონი ბლერის განცხადებით, ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტონი ბლერის განცხადებით, ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებს
არ მოეპოვებოდათ არავითარი კონკრეტული ინფორმაცია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდებოდა ხუთშაბათის ტერორისტული აქტების თავიდან აცილება. პარლამენტის წარმომადგენელთა პალატაში გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ტერაქტები ისლამისტი ექსტრემისტებმა დაგეგმეს და განახორციელეს. დღესვე, უფრო ადრე, ლონდონის პოლიციის უფროსმა იენ ბლერმა საზოგადოებას აცნობა, რომ დაღუპულთა რიცხვმა 52-ს მიაღწია. [იენ ბლერის ხმა] "დაღუპულთა დადასტურებული რაოდენობაა 52 ადამიანი. მაგრამ ეს რიცხვი უეჭველად გაიზრდება. საეჭვოა, იგი სამნიშნა იყოს, მაგრამ არ შეიძლება არ გვესმოდეს, რომ მომხდარი - ყველა შემთხვევაში - საზარელი, სისხლიანი მკვლელობაა." დღეს საფრანგეთმა და პოლონეთმა გამოაცხადეს, რომ მათი რამდენიმე მოქალაქე, რომლებიც აფეთქებების დღეს ლონდონში უნდა ყოფილიყვნენ, ჯერჯერობით უგზო-უკვლოდ არიან დაკარგული.
XS
SM
MD
LG