Accessibility links

logo-print

ყირგიზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა კურმანბეკ


ყირგიზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა კურმანბეკ ბაკიევმა პოლიტიკური მოკავშირე,

ყირგიზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა კურმანბეკ ბაკიევმა პოლიტიკური მოკავშირე,
ფელიქს კულოვი წარადგინა ვიცე-პრემიერის მოვალეობის შემსრულებლად. გასულ თვეში კულოვი ამ პოსტიდან გადადგა, რათა დახმარება გაეწია ბაკიევის წინასაარჩევნო კამპანიაში. ბაკიევი და კულოვი ერთგვარ პოლიტიკურ ტანდემს ქმნიან: მათი შეთანხმებით, თუ ბაკიევი საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებდა (რაც მოხდა კიდეც), კულოვი მისი პრემიერ-მინისტრი გახდებოდა. ამ პირობით, კულოვი საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეთიშა. ბაკიევის პრეზიდენტად ინაუგურაცია, სავარაუდოდ, აგვისტოში გაიმართება.
XS
SM
MD
LG