Accessibility links

logo-print

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციით, ყაზახეთში


გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციით, ყაზახეთში გაათავისუფლეს ლუტფულო შამსუდინოვი

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციით, ყაზახეთში გაათავისუფლეს ლუტფულო შამსუდინოვი
- ადამიანის უფლებების დამცველი უზბეკი აქტივისტი, რომელიც გასულ კვირაში დააკავეს უზბეკეთში დეპორტაციის მოთხოვნის შესაბამისად. გაეროს სააგენტოს პრეს-მდივან რონ რედმონდის განცხადებით, შამსუდინოვი და მისი ოჯახის წევრები დროებით დასახლდებიან ევროპის ერთ-ერთ სახელმწიფოში. შემსუდინოვის დაკავებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა - აშშ-მა კი ყაზახეთს მოუწოდა, არ გაეგზავნა შამსუდინოვი უზბეკეთში. უზბეკეთი მოითხოვს იმ პირთა ექსტრადიციას, ვინც უცხოეთს მიაშურა მაისში ანდიჟანის სისხლიანი მოვლენების შემდეგ. ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები შიშობენ, რომ ექსტრადირებულებს უზბეკეთში აწამებენ.
XS
SM
MD
LG