Accessibility links

logo-print

ჩინეთის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, აშშ-მა


ჩინეთის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, აშშ-მა ანგარიში უნდა გაუწიოს მოწოდებას,

ჩინეთის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, აშშ-მა ანგარიში უნდა გაუწიოს მოწოდებას,
რომელიც ითვალისწინებს შუა აზიის რესპუბლიკებიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის ვადების წარდგენას. ამის შესახებ დღეს პეკინში განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინტროს პრეს-მდივანმა ლიუ ძიანჩაომ. მისი თქმით, შუა აზიის სახელმწიფოები მონაწილეობენ რეგიონში ანტიტერორისტულ ოპერაციაში, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს, მაგრამ ახლა ვითარება იცვლება. გასულ კვირაში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციამ მოუწოდა აშშ-ს, წარადგინოს ყირგიზეთიდან, ტაჯიკეთიდან და უზბეკეთიდან ჯარების გაყვანის ვადები. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში შედიან ჩინეთი, რუსეთი, და შუა აზიის ოთხი რესპუბლიკა.
XS
SM
MD
LG