Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთი რუსეთის ქალაქ უხტაში 24-მდე


ჩრდილოეთი რუსეთის ქალაქ უხტაში 24-მდე გაიზარდა სავაჭარო ცენტრში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი.

ჩრდილოეთი რუსეთის ქალაქ უხტაში 24-მდე გაიზარდა სავაჭარო ცენტრში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი.
საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ოთხი გვამი წუხელ იპოვეს გადამწვარი შენობის ნანგრევებში. როგორც რესპუბლიკა კომის პროკურატურის პრეს-მდივანმა, იური კნიაზევმა ჟურნალისტებს უთხრა ორშაბათს მომხდარის შესახებ: [კნიაზევის ხმა] “ქალაქ უხტაში, მაღაზია “პასაჟის” პირველ სართულზე შეირბინა ორმა მოზარდმა და შეაგდო ცეცხლმოკიდებული სითხით სავსე ჭურჭელი. შედეგად შენობაში მალე გაჩნდა ხანძარი და იმან, რომ კედლები სინთეტური მასალით იყო მოპირკეთებული, ხანძარს ხელი შეუწყო. რა იყო ეს - ტერორისტული აქტი, მოზარდების ხულიგნობა, თუ, უბრალოდ, კონკურენტებს შორის ანგარიშსწორება - ვერსიები სხვადასხვაგვარია”. პოლიცია ყველაზე დამაჯერებელ ვერსიად კრიმინალებს შორის ანგარიშსწორებას მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG