Accessibility links

ლიახვის ხეობის მოსახლეობა კეხვთან გადაკეტილი


ლიახვის ხეობის მოსახლეობა კეხვთან გადაკეტილი ცხინვალი-როკის გზის გახსნას არ აპირებს - ამბობს ლევან ხაჭაპურიძე,

ლიახვის ხეობის მოსახლეობა კეხვთან გადაკეტილი ცხინვალი-როკის გზის გახსნას არ აპირებს - ამბობს ლევან ხაჭაპურიძე,
რომლის ძმაც ცხინვალიდან 6 ივნისს გატაცებულ პირებს შორის არის. გზა აქციის მონაწილეებს ბეტონის ფილებით აქვთ გადაკეტილი. ლევან ხაჭაპურიძის თქმით, აქციის მონაწილეებმა ისიც კი არ იციან, გატაცებულები ცოცხლები არიან თუ არა. დღეს ცხინვალში იყო ჩასული და ოსური მხარის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებას აწარმოებდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე გია ვოლსკი. როგორც ჩვენი გორელი კორესპონდენტი გოგა აფციაური იუწყება ამ ვიზიტთან დაკავშირებით, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ გზის გასხნის საკითხზე კონფლიქტის ზონაში დისლოცირებული სამშვიდობო ძალების წარმომადგენლები მუშაობენ.
XS
SM
MD
LG