Accessibility links

ბრიტანეთის პოლიციის თანახმად, ამოიცნეს ოთხი


ბრიტანეთის პოლიციის თანახმად, ამოიცნეს ოთხი პირი, რომლებზეც ეჭვი აქვთ, რომ გასულ კვირაში ლონდონში

ბრიტანეთის პოლიციის თანახმად, ამოიცნეს ოთხი პირი, რომლებზეც ეჭვი აქვთ, რომ გასულ კვირაში ლონდონში
აფეთქებები მოაწყვეს. დღეს პრესკონფერენციაზე კომისრის თანაშემწის მოადგილემ პიტერ კლარკმა თქვა, რომ ოთხეული ვიდეოკამერიამ დააფიქსირა, უშუალოდ თავდასხმებამდე.
(კლარკის ხმა)
“ჩვენ ვიცით, რომ ეს თოხი პირი ლონდონში ჩამოვიდა ხუთშაბათს 7 ივლისს დილით მატარებლით. 8 სათსა და 30 წუთზე ოდნავ უფრო ადრე ისინი აღბეჭდილი არიან ფირზე, კინგსკროსის სადგურზე”.
ერთ ერთი თავდამხმელი, სავარუდოდ დაიღუპა აფეთქების დროს. არ არის ცხადი, რა ბედი ეწიათ დანარჩენ სამს.
ლონდონში გასული კვირის აფეთქებებთან დაკავშირებით პოლიციამ რამდენიმე სახლი გაჩხრიკა. ბრიტანეთის პოლიციის პრეს-მდივნების განცხადებებით, გაჩხრიკეს რამდენიმე სახლი ჩრდილო-აღმოსავლეთ ინგლისში. დააკავეს ერთი პირი. გასულ ხუთშაბათს, ლონდონში მოწყობილმა ოთხმა აფეთქებამ სულ მცირე 52ი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დღეს გავრცელებული ცნობით კი, შერთებული შტატების სამხედრო საჰაერო ძალებმა მოხსნა აკრძალვა ბრიტანეთში განთავსებული ამერიკელი სამხედროების ლონდონში ჩასვლაზე. მანამდე, ინგლისში ორ ბაზაზე მყოფ ათასობით ამერიკელ სამხედრო პირს- უშიშროების მოსაზრებებიდან გამომდინარე - აეკრძალა ლონდონში ჩასვლა.
XS
SM
MD
LG