Accessibility links

logo-print

ევროპის კავშირის ქვეყნები გააძლიერებენ ტერორიზმის


ევროპის კავშირის ქვეყნები გააძლიერებენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას.

ევროპის კავშირის ქვეყნები გააძლიერებენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას.
ამის შესახებ შეთანხმება დღეს იქნა მიღწეული ბრიუსელში, შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების თათბირზე. ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ბოლომდე ამოქმედდება ახალი გეგმა სახელწოდებით "ანტიტერორი." ტერორიზმის წინააღმდეგ გადაუდებელი ბრძოლის პაკეტს ცალკე მიიღებს დიდი ბრიტანეთის მთავრობაც. ამის შესახებ დღეს პარლამენტში გამოაცხადა პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ბრიტანეთის მუსულმანურ თემთან. გასულ კვირაში ლონდონში მომხდარი ტერაქტების განხორციელებაში ეჭვმიტანილია პაკისტანური წარმოშობის 4 ბრიტანელი.
XS
SM
MD
LG