Accessibility links

logo-print

კონსერვატიული პარტიის წევრი კახა კუკავა


კონსერვატიული პარტიის წევრი კახა კუკავა დარწმუნებულია, რომ ვალერი გელაშვილს შეიარაღებული პირები

კონსერვატიული პარტიის წევრი კახა კუკავა დარწმუნებულია, რომ ვალერი გელაშვილს შეიარაღებული პირები
უშუალოდ პრეზიდენტ სააკაშვილის განკარგულებით დაესხნენ თავს. კახა კუკავას განაცხადებით, კონსერვატიულ პარტიას აქვს ინფორმაცია, რომ შსს-ში შექმნილია სპეციალური ოპერატიული ჯგუფები, რომლებიც “ხელისუფლების ტოტალური მიზნების დასაცავად” კონკრეტული დავალებების შესრულება ევალება. მისი თქმით, ეს ჯგუფები, ძირითადად, ყოფილი “ მხედრიონის” წევრები არიან. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ დეპუტატ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის მონაწილენი სასტიკად უნდა დაისაჯონ. ამასთან, იგი აცხადებს, რომ არანაირი ფაქტი არ არსებობს იმისთვის, რომ ხელი დაადონ ხელისუფლების წარმომადგენლებს და “აბსოლუტურად არ ეთანხმება ოპოზიციური პარტიების კომენტარებს, რომ ეს ხელისუფლების პოლიტიკის ნაწილია”.
XS
SM
MD
LG