Accessibility links

logo-print

დაღესტანში დღეს საღამოს მოწყობილმა აფეთქებამ


დაღესტანში დღეს საღამოს მოწყობილმა აფეთქებამ ორი პოლიციელი დაჭრა.

დაღესტანში დღეს საღამოს მოწყობილმა აფეთქებამ ორი პოლიციელი დაჭრა.
ოფიციალური ინფორმაციით, ბომბი აფეთქდა დაღესტნის დედაქალაქ მახაჩყალაში, როცა იმ ადგილას პოლიციის ავტომანქანამ ჩაიარა. მანამდე სულ რამდენიმე საათით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირობა დადო, რომ მთავრობა იზრუნებს დაღესტანში ვითარების სტაბილიზაციაზე, იქ პოლიციაზე იერიშების გახშირებასთან დაკავშირებით. ძალადობის აქტებთან კავშირში ეჭვმიტანილები არიან რადიკალური ისლამური ჯგუფები, ისევე როგორც კრიმინალური ელემენტები.
XS
SM
MD
LG