Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს უძრავ ძეგლთა დაცვა და აღდგენა


თუკი რამ გეამაყებათ, საქართველოს მცხოვრებნო,

ეს თქვენი ქვეყნის არქიტექტურული ძეგლებია. ბევრი მათგანი სავალალო დღეშია, ბევრს პატრონი გამოუჩნდა, ახლებიც აშენდა. ვინ და რას აკეთებს საქართველოში ძეგლების აღდგენისთვის, თუ გამაგრებისთავის, დანგრევისგან დასცვისათვის. პირველ რიგში ძეგლებზე უნდა ზრუნავდეს მთავრობა, რომლის წმინდათაწმინდა ვალია კულტურის სფეროს მიხედვა, ფინასნური პირველ რიგში, და მისი დაცვა. პრაღიდან დავუკავშირდი საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის უძრავ ძეგლთა სამმართველოს ხელმძღვანელს მაია შავიშვილს. რას აკეთებს მთავრობა ძეგლთა დაცვის სფეროში, საუბარი აიმთ დავიწყეთ და მაია შავიშვილს სათქმელი ჰქონდა ამ მხრივ. მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის პრიორიტეტად გამოცხადება არ იქნებოდა საკმარისი, არის კონკრეტული პროგრამა, ეგრეთწოდებული მილიონიანი პროგრმაო, რომლის არსს ის ასე განმარტავს.

(შავიშვილის ხმა იხ. აუდიო ვერსია)
უძრავ ძეგლთა სამმართველდოს უფროსს ვთხოვე ჩამოეთვალა, რომელ ნიმუშებზეა ლაპარაკი.
(შავიშვილის ხმა იხ. აუდიო ვერსია) ...
აღსანიშნავი და სიახლეა ის, რომ ამ ძეგლთა შორის სამოქალაქო ნაგებობებიც არის.
(შავიშვილის ხმა იხ. აუდიო ვერსია)
როგორ ხდება ფულის გამოყენება, როგორც კეთდება საქმე, ვინ აღადგენს და რას, მაია შავიშვილი განმარტავს, რომ თითოეულ ძეგლთან დაკავშირებით შეთანხმება ინდივიდუალურია, დგება პროექტები, ეძებენ დამფინანსებელს, ან კიდევ პირიქით, უცხოელთა შემთხვევაში, საერთაშორისო ორგანიზაციები ნახულობენ ძეგლს, დაადგენენ, რა სჭირდება მას და შემდეგ, იმის მიხედვით, თუ რა შეუძლია ამ ორგანიზაციას, იწყება მუშაობა.

მაკა შავიშვილი მცხეთის ჯვრის შესახებ გვამცნობს, რომ ორგანიზაცია “იკრომი” ერთვება ამ უნიკალური, მსოფლიოს საგანძურთა სიაში შეტანილი ძეგლის აღდგენა-გამაგრებაში. მოკლედ “იკრომზე”, ეს არის იტალიაში მოქმედი, თავდაპივრელად იტალიის მთავრობის და იუნესკოს შეთანხმებით დაარსებული ორგანიზაცია, რომელსაც მოკლედ “კონსერვაციის საერთაშორისორ ცენტრს” უწოდებენ. “იკრომი” სამთავრობათშორისო ორგანიზაციაა და შესაბამისად, მოქნილია ქმედებაში, კავშირშია იუნესკოსთან, მსოფლიო საგანძურის კომიტეტთან, “იკომოსთან”, ასევე სამეცნიერო ცენტრებთან. მაია შავიშვილს კვლავ მოვუსმენთ, აქ მინდა ჩავურთო ქვის კონსერვაციის სპეციალისტის, ნინო ერქომაიშვილის მონათხრობი, ის “ იკრომის” წარმომადგენლებს ახლდა, როცა ისინი ჯვრის მონსტერს ეწვივნენ. ნინო ერქომაიშვილი ამბობს, რომ ტექნოლოგია,რომელსაც “იკრომი” სთავაზობს ქართველ რესტავრატორებს, საქართველოშიც არის ცნობილი, მაგრამ ბოლო წლებში, ამისთვის უბრალოდ არავინ იცლიდა. კონკრეტული გეგმა ჯვრის ეკლესიის რესტავრაციისა არ არსებობს, მალე ჩამოვა “იკრომის” ჯგუფი, შეისწავლის უფრო დაწვრილებით ვითარებას და მაშინ გახდება ცხადი ის კონკრეტული სამუშაო, რომლის ჩაატარებასაც აპირებენ. რაშია ჯვრის მრნასტრის გასაჭირი.

(ნინო ერქომაიშვილის. იხ. აუდიო ვერსია)
მე დავინტერესდი, მართლმადიდებელი კლესიის, როგორც ინსტიტუტის პოზიციით, როცა საქმე ძეგლების აღდგენას შეეხება. ნინო ერქომაიშვილმა მითხრა, ეკლესია, ჩვეულებრივ მერე უფრო აქტიურდება, როცა სამუშაოები იწყება ხოლმეო. დავუბრუნდეთ ძეგლთა დაცვის დეპატამენტის უძრავი ძეგლების სამმართველოს უფროსს მაია შავიშვილს, რომელიც ამბობს, რომ პროგრამაში, თუკი “იკრომთა”ნ მუშაობა კარგად წარიმართა და გაგრძელდა, ჩართავენ ვარძიის კომპლექსსაც.

(შავიშვილის ხმა იხ. აუდიო ვერსია)
ეს რაც შეეხება მომავალს. არაერთ ძეგლზე, საქართველოში მუშაობა უკვე მიმდინარეობდა. მე მაია შავიშვილს ვკითხე ატენის სიონის შესახებ, სადაც, მასმედიაც იუწყებოდა, გერმანელი და ამერიკელი სპონსორები აქტიურობდნენ.

(შავიშვილის ხმა იხ. აუდიო ვერსია)
რა ხდება ბაგრატის ტაძართან დაკავშირებით, ამ ძეგლს ერთნი კვლავ აგებას უპირებდნენ, მეორენი მისი ამ სახით შენახვის მომხრე იყვნენ. საკულტო ნაგებობა გუმბათის გარეშე წირვალოცვისათვის ხალხს ვეღარ ემსახურება, რა ბედი ეწევა ბაგრატის ტაძარს?
(შავიშვილის ხმა იხ. აუდიო ვერსია)
ახლა ერთი ძეგლის სარესტავრაციო სამუშაოებზე შევიხედოთ. ბორჯომის რაიონში ტაძრისში, იქ, სადაც ბაქო-თბილისი- ჯეიჰანის მილსადენი გადის, გაცხარებული მუშაობაა. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი დავით ხოშტარია აგისხნით, ვინ და რატომ გადაწყვიტა ამ ძეგლის აღდგენა, და რა ძეგლია ტაძრისის ეკლესია
(ხოშტარიას ხმა. იხ. აუდიო ვერსია)
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG