Accessibility links

დღეს ლონდონში დაკრძალეს 7 ივლისის


დღეს ლონდონში დაკრძალეს 7 ივლისის ტერაქტების პირველი მსხვერპლი, 20 წლის მაჰმადიანი ქალიშვილი, შაჰარა ისლამი.

დღეს ლონდონში დაკრძალეს 7 ივლისის ტერაქტების პირველი მსხვერპლი, 20 წლის მაჰმადიანი ქალიშვილი, შაჰარა ისლამი.

ეგვიპტეში დააკავეს მაგდი ნაშარი, გასულ ხუთშაბათს ლონდონში მომხდარი აფეთქებების მოწყობაშიეგვიპტეში დააკავეს მაგდი ნაშარი, გასულ ხუთშაბათს ლონდონში მომხდარი აფეთქებების მოწყობაში ეჭვმიტანილი პირი. ეგვიპტის მოქალაქე, 33 წლის ნაშარი, ქიმიკოსია, განათლება აშშ-ში აქვს მიღებული. ახლა მას დაკითხვას უტარებენ ეგვიპტის პოლიციის თანამშრომლები. დაკითხვას ბრიტანეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებიც ესწრებიან. როგორც ვარაუდობენ, ნაშარმა დიდი ბრიტანეთი ლონდონის აფეთქებებამდე ორი კვირით ადრე დატოვა. ბოლო მონაცემებით, აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 54-ს მიაღწია. რამდენიმე ათეული ადამიანი ჯერაც უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. შეგახსენებთ: სამი აფეთქება მეტროში მოხდა, ერთი - ავტობუსში. ოთხი თვითმკვლელი ამფეთქებლიდან სამი პაკისტანური წარმოშობის ბრიტანელი იყო, ხოლო მეოთხე - იამაიკელი. ლონდონის პოლიცია არ გამორიცხავს, რომ აფეთქებები "ალ-ყაიდის" მოწყობილი იყოს.
XS
SM
MD
LG