Accessibility links

logo-print

პალესტინელთა თვითმმართველობის ხელმძღვანელობამ ღაზის სექტორში


პალესტინელთა თვითმმართველობის ხელმძღვანელობამ ღაზის სექტორში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო.

პალესტინელთა თვითმმართველობის ხელმძღვანელობამ ღაზის სექტორში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო.

პალესტინელ პოლიციელებსა და "ჰამასის" ექსტრემისტული დაჯგუფების წევრებს შორის მომხდარ შეტაკებებში ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ცხრა - დაიჭრა. "ჰამასი" პალესტინელთა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას მოითხოვს. ისრაელსა და პალესტინელებს შორის ხუთი თვის წინათ მიღწეულ საზავო შეთანხმებას დარღვევა ემუქრება. გუშინ ექსტრემისტებმა ისრაელის ტერიტორიას რაკეტები დაუშინეს, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი ქალი. პასუხად ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა იერიში მიიტანეს პალესტინელთა ობიექტებზე. აი, რა თქვა დაძაბულ ვითარებასთან დაკავშირებით პალესტინელთა მთავრობის წევრმა მოჰამედ დაჰლანმა: [მოჰამედ დაჰლანის ხმა] "ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე, როგორც პალესტინელთა ზოგიერთმა დაჯგუფებამ, ისე ისრაელმა, არაერთხელ დაარღვიეს სამშვიდობო შეთანხმება, რაც ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესს რეგიონში. პალესტინელები მრავალი წელია, მშვიდობას ელიან. ის, რაც ახლა ხდება, არამც და არამც არ უპასუხებს პალესტინელი ხალხის ინტერესებს."
დღეს გამოცხადდა, რომ ახლო აღმოსავლეთში სამოგზაუროდ ჩავა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი. ის ისრაელსა და პალეტინელთა ავტონომიას ეწვევა.
XS
SM
MD
LG