Accessibility links

ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებაში საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო


ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებაში საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენლის აზრით,

ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებაში საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენლის აზრით,
კონფლიქტების მოუგვარებლად საქართველოს მომავალი არ გააჩნია. ირაკლი ალასანიას თქმით, 21 ივლისს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა თბილისში, კონფლიქტის მოგვარების გზებზე იმსჯელებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად. ალასანიამ დასძინა, რომ მისი მთავარი მიზანია აფხაზებთან პირდაპირი კონტაქტების დამყარება, შედეგად კი უნდა შემცირდეს რუსეთის გავლენა აფხაზეთზე. "აუცილებელია ნდობის აღდგენა მხარეებს შორის; ჩვენი საზოგადოებების დაახლოება ურთულესი პროცესია, რომელსაც დრო, მოთმინება და დიდი მუშაობა სჭირდებაო", ამბობს ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებაში საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელი.
XS
SM
MD
LG