Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ ცოტა, 5 ადამიანის სიცოცხლე


სულ ცოტა, 5 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა მიკროავტობუსის აფეთქებამ თურქეთში, ეგეოსის ზღვისპირა კურორტ კუშადასში.

სულ ცოტა, 5 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა მიკროავტობუსის აფეთქებამ თურქეთში, ეგეოსის ზღვისპირა კურორტ კუშადასში.
დაღუპულებს შორის ერთი ირლანდიელი და ერთი ბრიტანელი ტურისტია. ტურისტები არიან 13 დაჭრილს შორისაც. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა აფეთქებას ტერორისტული აქტი უწოდა: "ტერორს არა აქვს რელიგია, არა აქვს არც ეროვნებაო", დასძინა პრემიერ-მინისტრმა ერდოანმა. როგორც ვარაუდობენ, აფეთქება მოაწყო თვითმკვლელმა ქალმა, მაგრამ ეს ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებიათ. აფეთქების პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არავის უკისრია.
XS
SM
MD
LG