Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში გრძელდება საპროტესტო


ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში გრძელდება საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებმაც ცხინვალისკენ მიმავალი გზები გადაკეტეს

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში გრძელდება საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებმაც ცხინვალისკენ მიმავალი გზები გადაკეტეს
და მოითხოვენ ინფორმაციას ივნისის დასაწყისში ცხინვალიდან გატაცებული ქართველების ბედზე. შაბათს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ აღნიშნა: [ხაინდრავას ხმა]
"ერთ-ერთი ვერსია, რომელიც მუშავდებოდა, იყო, რომ ეს ადამიანები შურისძიების მიზნით არიან გატაცებული და შემდეგ მოკლული. ეს არანაიარდ არ შეიძლება იყოს რეალობა, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, მოხდებოდა გვამების გადმოცემა ქართულ მხარეზე, რაც არ ხდება. ეგ არის გამიზნული ზუსტად იმისთვის, რომ მოსახლეობის აღშფოთება მიაღწევს ზღვარს. არის უამრავი ადამიანი, ვისაც შეიძლება აზრად მოუვიდეს ისეთივე საპირისპირო ქმედების განხორციელება და ეს გამოიწვევს ესკალაციას და შეიარაღებულ დაპირისპირებას რეგიონში". საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსი" კი იუწყება, რომ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, ოსური მხარის წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა შერეული საკონტროლო კომისის თანათავმჯდომარეებს, მათ შორის გიორგი ხაინდრავას გაუგზავნა მიმართვა, რომელშიც ნათქვამია, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება არ უზრუნველყოფს ტრანსკავკასიური მაგისტრალის კეხვი-თამარაშენის მონაკვეთზე მგზავრების და ტვირთების თავისუფალ გადაადგილებას, სამხრეთ ოსეთის მხარე იძულებული იქნება, მიიღოს ადეკვატური ზომები. რა ზომები იგულისხმება, ამ ცნობაში დაზუსტებული არ არის.
XS
SM
MD
LG