Accessibility links

ისრაელი აპირებს ყველა საჭირო ზომის


ისრაელი აპირებს ყველა საჭირო ზომის მიღებას პალესტინელების მხრივ ძალადობის შესაჩერებლად.

ისრაელი აპირებს ყველა საჭირო ზომის მიღებას პალესტინელების მხრივ ძალადობის შესაჩერებლად.
პალასტინელების ძალადობამ იმატა ღაზის სექტორიდან ისრაელის ჯარების გაყვანის წინ. როგორც იუწყებიან, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა შაულ მოფაზმა აღნიშნა, რომ ისრაელი წამოიწყებს "მასშტაბურ, ხანგრძლივ, და მრავალმხრივ" სამხედრო ოპერაციას, თუ პალესტინელების ხელმძღვანელობა არ შეაჩერებს ექსტრემისტებს, ისრაელის ობიექტებს ბოლო დღეებში რაკეტებსა და ჭურვებს რომ უშენენ. ამასობაში, ღაზის საზვრების გასწვრივ თავი მოიყარა ისრაელის ათასობით ჯარისკაცმა, შესაძლო სახმელეთო ოპერაციისათვის მზადებასთან დაკავშირებით. პალესტინელების პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა გუშინ მოუწოდა ექსტრემისტებს, შეწყვიტონ ისრაელზე იერიშები და დაიცვან ზავი, რომელზეც მხარეები 5 თვის წინ შეთანხმდნენ. მაგრამ ძალადობა დღეს მაინც გრძელდებოდა. პალესტინელმა ექსტრემისტებმა ჭურვები დაუშინეს ისრაელის სასაზღვრო ქალაქ სდეროტს, ღაზის სექტორში კი მოკლულია პალესტინელების ექსტრემისტულ ორგანიზაცია “ჰამასი” სარდლობის წარმომადგენელი.
XS
SM
MD
LG