Accessibility links

logo-print

ცხინვალის რეგიონში შეწყდა საპროტესტო აქცია


ცხინვალის რეგიონში შეწყდა საპროტესტო აქცია, რომელსაც ცხინვალიდან გატაცებული 4 ქართველის ახლობლები მართავდნენ.

ცხინვალის რეგიონში შეწყდა საპროტესტო აქცია, რომელსაც ცხინვალიდან გატაცებული 4 ქართველის ახლობლები მართავდნენ.
შედეგად, გორი-ცხინვალის ავტომაგისტრალზე დღეს მოძრაობა აღდგა. მაგრამ საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ ნიუსის" ცნობით, დიდი და პატარა ლიახვის ხეობის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ ვახტანგიშვილი არ გამორიცხავს, რომ ცხინვალიდან გაუჩინარებული ხაჭაპურიძეების ახლობლები საპროტესტო აქციას განაახლებენ. ისინი დაკარგულების ბედზე, მათს ადგილსამყოფელზე ინფორმაციას მოითხოვენ. რეგიონში ჩვენი კორესპონდენტი კი იუწყება, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეები მოელიან ქართული და ოსური მხარეების წარმომადგენლების შეხვედრას უახლოეს დღეებში, როცა, გეგმის მიხედვით, ოსურმა მხარემ უნდა წარადგინოს ინფორმაცია გაუჩინარებული ქართველების შესახებ.
XS
SM
MD
LG