Accessibility links

logo-print

თურქეთში უშიშროების ძალებმა 10 ქურთი


თურქეთში უშიშროების ძალებმა 10 ქურთი მეამბოხე მოკლეს და განახორციელეს ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და იარაღის კონფისკაცია.

თურქეთში უშიშროების ძალებმა 10 ქურთი მეამბოხე მოკლეს და განახორციელეს ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და იარაღის კონფისკაცია.
უშიშროების ძალებმა ოთხშაბათს წამოიწყეს ოპერაცია ქურთისტანის მუშათა პარტიის, ანუ PKK-ს წევრი მეამბოხეების წინააღმდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქების, მათ შორის ვანის და სირნაკის გარშემო. სირნაკის გუბერნატორის ოფისის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, 10 ქურთი მოკლეს მას შემდეგ, რაც ისინი ალყაში მოექცნენ, მაგრამ უარი თქვეს, ჩაბარებოდნენ უშიშროების ძალებს. თურქეთის ხელისუფლება პირები PKK-ს აკისრებენ გუშინ ეგეოსის ზღვისპირა ქალაქში მოწყობილი აფეთქების პასუხისმგებლობას. მაგრამ PKK უარყოფს ამ ბრალდებას. აფეთქებამ 5 ადამიანის, მათ შორის უცხოელი ტურისტების სიცოცხლე შეიწირა.
XS
SM
MD
LG