Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ხელისუფლების ინფორმაციით, წუხელ მუსაიბში


ერაყის ხელისუფლების ინფორმაციით, წუხელ მუსაიბში მომხდარი აფეთქების შედეგად 90-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ერაყის ხელისუფლების ინფორმაციით, წუხელ მუსაიბში მომხდარი აფეთქების შედეგად 90-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ერაყის მთავრობამ გაავრცელა. ამავე წყაროს ცნობით, დაშავებულების რიცხვი 150-ს აღემატება. მუსაიბი ბაღდადის სამხრეთით მდებარე ქალაქია. თვითმკვლელმა მოიერიშემ იქ წუხელ თავი აიფეთქა საწვავით სავსე ცისტერნასთან, რასაც ძლიერი აფეთქება მოჰყვა. მსხვერპლთა შორის არიან შიიტები, რომლებიც იქვე მეჩეთში სალოცავად მიდიოდნენ. დღეს კი სამმა თვითმკვლელმა აიფეთქა თავი ამერიკელი და ერაყელი ჯარისკაცების წინააღმდეგ მიმართული თავდასხმების განსახორციელებლად. დაიღუპა, სულ ცოტა, 19 ადამიანი. კიდევ ერთ თვითმკვლელს, ბაღდადის სამხრეთით 30 კილომეტრში, როგორც ჩანს, ამერიკული ბადრაგის აფეთქება ჰქონდა განზრახული, მაგრამ ჩანაფიქრი ვერ განახორციელა და ააფეთქა ორი მიკროავტობუსი. დაიღუპა, სულ ცოტა, 6 სამოქალაქო პირი.
XS
SM
MD
LG