Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტმა მოჰამად ხათამიმ დღეს


ირანის პრეზიდენტმა მოჰამად ხათამიმ დღეს ქებით მოიხსენია, მისი თქმით, “გარდატეხის მომენტი” ერაყთან ურთიერთობაში.

ირანის პრეზიდენტმა მოჰამად ხათამიმ დღეს ქებით მოიხსენია, მისი თქმით, “გარდატეხის მომენტი” ერაყთან ურთიერთობაში.
ხათამის ეს შეფასება ახლავს ირანში ერაყის პერმიერ-მინისტრ იბრაჰიმ ჯააფარის ისტორიულ ვიზიტს, რომლის მიზანიცაა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუმჯობესება. ჯააფარი ერაყის მთავრობის პირველი ხელმძღვანელია, რომელიც ირანს ეწვია 2003 წლის აპრილში სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ. ხათამის თქმით, ირანი მზადაა ყველა ზომისთვის, ერაყში რეკონსტრუქციის, უშიშროებისა და სტაბილურობის ხელშესაწყობად. მოსალოდნელია, რომ ერაყის დელეგაცია და ირანელი მასპინძლები გააფორმებენ მრავალ შეთანხმებას, მათ შორის დოკუმენტს დაზვერვის სფეროში ინფორმაციის გაცვლის შესახებ.
XS
SM
MD
LG