Accessibility links

logo-print

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს იმ


შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს იმ პირის ფოტოსურათებს, ვინც 10 მაისს, თავისუფლების მოედანზე,

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს იმ პირის ფოტოსურათებს, ვინც 10 მაისს, თავისუფლების მოედანზე,
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის სიტყვით გამოსვლისას ხალხში ხელყუმბარა ისროლა. შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დაახლოებით 25-35 წლის, 175-180 სანტიმეტრი სიმაღლის მამაკაცია. ვანო მერაბიშვილმა განკარგულება გასცა საზღვრის გამშვებ პუნქტებზე მომუშავე მესაზღვრეებისთვის, პოლიციის განყოფილებებისთვის და პატრულის ეკიპაჟებისთვის - ფოტოებზე ასახული პიროვნების შესახებ რაიმე ინფორმაციას მიღების შემთხვევაში, ინსტრუქციის შესაბამისად იმოქმედონ. პარალელურად, დაწესდა ჯილდოც: (ვანო მერაბიშვილის ხმა) "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს პრემიას – 150 ათას ლარამდე – იმ პირის ან პირების მიმართ, ვინც დაგვეხმარება ამ ადამიანის იდენტიფიკაციაში და მოგვაწვდის ინფორმაციას".
XS
SM
MD
LG