Accessibility links

logo-print

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი


რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი შესაძლოა 19 ივლისს ვილნიუსში გაემგზავროს, ნაცემი დეპუტატის, ამავე პარტიის წევრის ვალერი გელაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების გამო.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი შესაძლოა 19 ივლისს ვილნიუსში გაემგზავროს, ნაცემი დეპუტატის, ამავე პარტიის წევრის ვალერი გელაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების გამო.
როგორც პრაიმ-ნიუსს რესპუბლიკური პარტიიდან აცნობეს, დავით უსუფაშვილის გამგზავრება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა დასკვნას მოამზადებს სამედიცინო კონსილიუმი, რომელიც გელაშვილისთვის ოპერაციის გაკეთებაზე მსჯელობს. დეპუტატის ნათესავების მხრიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაგეგმილი ოპერაცია შესაძლოა გადადონ, რადგან მიღებული ტრავმის შედეგად გელაშვილს თავის ტვინის დაზიანება აღმოაჩნდა. მათივე ცნობით, გელაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ხაშურის მაჟორიტარ დეპუტატს, რესპუბლიკური პარტიის წევრს, ბიზნესმენს ვალერი გელაშვილს 14 ივლისს თბილისში, პირად დაცვასთან ერთად, საკუთარ ავტომანქანაში თავს დაესხა შეიარაღებულ პირთა დაუდგენელი ჯგუფი და თავის არეში ავტომატების კონდახებით მძიმე დაზიანება მიაყენა. თბილისში დასმული დიაგნოზის თანახმად, გელაშვილს ყბა-სახის მრავლობითი მოტეხილობა აღმოაჩნდა.
XS
SM
MD
LG