Accessibility links

ერაყის მთავრობის ცნობით, მეამბოხეთა მიერ


ერაყის მთავრობის ცნობით, მეამბოხეთა მიერ განხორციელებულმა ახალმა თავდასხმებმა

ერაყის მთავრობის ცნობით, მეამბოხეთა მიერ განხორციელებულმა ახალმა თავდასხმებმა
12 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაღუპულთაგან ექვსი პოლიციელია. შეტაკებები და აფეთქებები აღინიშნა ბაღდადის სამხრეთსა და აღმოსავლეთ ნაწილებში; ერთი კი - ბაღდადის ჩრდილოეთით, ტაჯის დასახლებაში. სირიის საზღვართან მდებარე ქალაქ ტალ-აფარში ამერიკელმა სამხედროებმა მოკლეს ოთხი მეამბოხე, რომლებიც ნაღმსატყორცნით იერიშის მიტანას აპირებდნენ სამხედრო ობიექტებზე. სისხლიანი იყო გასული ორი დღეც: გუშინ დანაღმული ავტომანქანების აფეთქების შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, ხოლო შაბათს თვითმკვლელის მიერ თავის აფეთქებას 100-მდე ადამიანის სიკვდილი მოჰყვა.
XS
SM
MD
LG