Accessibility links

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და მისმა სტუმარმა, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და მისმა სტუმარმა, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა
რეჯეპ ტაიპ ერდოანმა გამოთქვეს მზადყოფნა, გააღრმავონ თანამშრომლობა ენერგომატარებლების ექსპლუატაციის სფეროში, აგრეთვე, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. სოჭში გამართული ორდღიანი მოლაპარაკების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ახალ გაზსადენთან დაკავშირებული საკითხები. საუბარია მილსადენზე, რომელმაც რუსეთის გაზი თურქეთის გავლით ევროპას უნდა მიაწოდოს. პუტინის თქმით, ორივე ქვეყანა მზად არის "ჭეშმარიტი თანამშრომლობისთვის": [ვლადიმირ პუტინის ხმა] "უწინარეს ყოვლისა, თანამშრომლობას გავაღრმავებთ ტრადიციულ სფეროებში: ეს, რა თქმა უნდა, ენერგეტიკაა. და აქ ჩვენ არა მხოლოდ გავზრდით ნავთობისა თუ გაზის მიწოდების მოცულობას, არამედ სწორედ თანამშრომლობას განვავითარებთ." პუტინმა ისიც აღნიშნა, რომ თურქეთი რუსეთისგან სამხედრო აღჭურვილობის შეძენითაც არის დაინტერესებული.
XS
SM
MD
LG