Accessibility links

logo-print

ახალქალაქში გუშინ საღამოს მომხდარ ინციდენტთან


ახალქალაქში გუშინ საღამოს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე

ახალქალაქში გუშინ საღამოს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე
ხულიგნობის მუხლით. მიმდინარეობს გამოძიება. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსზე გურამ დონაძეზე დაყრდნობით, ამის შესახებ პრაიმ-ნიუსის სააგენტო იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, დაარბიეს ახალქალაქის ერთადერთი ქართული სკოლა: ჩალეწილია ფანჯრები და დამტვრეულია ავეჯი და ინვენტარი. მანამდე ინციდენტი მოხდა სოფელ სამსაში, სადაც ადგილობრივი სომხური მოსახლეობა მე-12 საუკუნის მონასტრის დასასუფთავებლად ჩასულ ქართველ სტუდენტთა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელთა ჯგუფს დაუპირისპირდა. როგორც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა ჟურნალისტებს აცნობა, ამჟამად ინციდენტი ამოწურულია. ქართველმა სტუდენტებმა სოფელი სამსა დატოვეს და ისინი ფოკასა და ნინოწმინდის მონასტრებში გადანაწილდნენ.
XS
SM
MD
LG