Accessibility links

logo-print

ერაყში შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ


ერაყში შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ ავტობუსს, რომელშიც ამერიკულ ავიაბაზაზე დასაქმებულები ისხდნენ.

ერაყში შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ ავტობუსს, რომელშიც ამერიკულ ავიაბაზაზე დასაქმებულები ისხდნენ.
თავდასხმისას მოკლეს, სულ ცოტა, 13 ადამიანი. სულ ერაყში, მის სხვადასხცა რეგიონში, დღეს განხორციელებულმა იერიშებმა 20-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ერაყის პრეზიდენტმა ჯალალ თალაბანიმ გამოთქვა რწმენა, რომ ყოფილ პრეზიდენტ სადამ ჰუსეინის მალე გასამართლება, ხელს შეუწყობს ერაყში მეამბოხეების დასუსტებას. კვირას გავრცელდა ცნობა, რომ სადამ ჰუსეინის სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, მალე დაიწყება. ასევე პრეზიდენტ თალაბანის თქმით, ერაყში კონსტიტუციაზე მუშაობა შესავლოა გეგმაზე ორი კვირით უფრო ადრე, ივლისის ბოლოს დასრულდეს.
XS
SM
MD
LG