Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში აშშ-ის ელჩმა, ალექსანდრ ვერშბოუმ


რუსეთში აშშ-ის ელჩმა, ალექსანდრ ვერშბოუმ გამოთქვა გაწბილება იმის გამო,

რუსეთში აშშ-ის ელჩმა, ალექსანდრ ვერშბოუმ გამოთქვა გაწბილება იმის გამო,
რომ მოსკოვი აყოვნებს ამერიკაში ნავთობის ექსპორტთან დაკავშირებული პროექტის დამტკიცებას. მოსკოვის გაზეთ "კომერასანტში" როგორც ვკითხულობთ, ვერშბოუმ გამოთქვა შეერთებული შტატების დიდი გაწბილება იმის გამო, რომ რუსეთის ხელმძღვანელობამ რამდენიმეჯერ გადადო "მარტივი, ეკონომიკურად რაციონალური გადაწყვეტილებების" მიღება. ლაპარაკია ციმბირი-ბარენცის ზღვის მილსადენის გაყვანაზე, რომელიც, ექსპერტების შეფასებით, მოსკოვის პრიორიტეტებში აღარ შედის აზიის ბაზრის მომარაგებაზე აქცენტის გამო.
XS
SM
MD
LG