Accessibility links

logo-print

თურქეთში დღეს ერთმანეთს შეხვდნენ ერაყის


თურქეთში დღეს ერთმანეთს შეხვდნენ ერაყის და მეზობელი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრები, რათა ემსჯელათ

თურქეთში დღეს ერთმანეთს შეხვდნენ ერაყის და მეზობელი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრები, რათა ემსჯელათ
იმის გარშემო, თუ როგორ აიცილონ თავიდან უცხოელი მეომრების ერაყში შეღწევა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა აბდულკადირ აქსიუმ გახნა შეხვედრა და თქვა, რომ ვერავინ უარყოფს, რომ ერაყის მეამბოხეებს კავშირები აქვთ უცხოეთთან. შეხვედრაში მონაწილეობდნენ თურქეთის გარდა ერაყის, ბაჰრეინის, საუდის არაბეთის, კუვეიტის, ეგვიპტის, სირიის, ირანისა და იორდანიის შინაგან საქმეთა მინისტრები.
დღესვე თურქმა გენერალმა ბასბუქმა განაცხადა, რომ აშშ-მა მოითხოვა ქურთისტანის მუშათა პარტიის მეამბოხეების დაპატიმრება (ეს პარტია უკანონოდაა გამოცხადებული თურქეთში). მისი წევრები, ჩანს ერაყშიც მოქმედებენ. ვაშინგტონს გენერლის ნათქვამი არ დაუდასტურებია.
XS
SM
MD
LG